ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის სკოლამ ბლოკჩეინ ლაბორატორია დაარსა. ლაბორატორია ეს არის განსაკუთრებული გარემო, რომელიც აღჭურვილია ბლოკჩეინ ტექნოლოგიებთან სამუშაო მოწყობილობებით.
საქართველოს უნივერსიტეტის, ბლოკჩეინ ლაბორატორიაში სტუდენტს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება უნიკალური შესაძლებლობა ფეხი აუწყოს ტექნოლოგიის რევოლუციას და გადაჭრას პრაქტიკული ამოცანები.
ასევე, ლაბორატორიაში ჩატარდება სემინარები, ტრენინგები, მასტერკლასები ქართველი და უცხოელი მენტორების მიერ, რაც დაეხმარება სტუდენტებს გაიღრმავონ ცოდნა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ 2 თებერვლას საქართველოს უნივერსიტეტის ბლოკჩეინ ლაბორატორიამ, ასოციაცია ბლოკჩეინ საქართველოსა და ISM -Blockchain Systems Institute - თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებას, ცნობადობის ამაღლებას და აღნიშნული ტექნოლოგიებით დაინტერესებული მხარეების ერთმანეთთან დაკავშირებას.